საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი რუმინეთის პარლამენტის ზედა პალატის - სენატის წევრებსა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საბჭოს „ადვოკატთა პროფესიის დაცვის შესახებ“ კონვენციის მნიშვნელობასა და ევროპის საბჭოს ქვეყნების მიერ კონვენციის რატიფიკაციის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე, შეეხო საქართველოსა და რუმინეთის იურიდიული პროფესიების სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.