საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა

7 მაისი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა. ფორუმში ქართველ ადვოკატებთან ერთად ბრიტანელი ბარისტერები და სოლისიტორები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში გარეტ უორდმა, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტმა, რიჩარდ ატკინსონმა და სოლისიტორმა ადვოკატმა, რუსლან უღრელიძემ.

ფორუმის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ბიზნეს სამართალი, საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტები, დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმები, სამართლის უზენაესობა და სხვ. ფორუმის მონაწილეებმა, ასევე, მიმოიხილეს დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა.

ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში მეორედ ტარდება და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.

ფორუმის მიზანია მომავალში შექმნას პლატფორმა, რომელიც დარგის ექსპერტების მონაწილეობით, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიოდ რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობასაც უზრუნველყოფს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი