საქართველოსა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 ნოემბერი 2026

საქართველოსა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და უზბეკეთის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შუხრათ სადიკოვმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს პროფესიული გამოცდილების გაზიარებას, ადვოკატურის სფეროში არსებული სამართლებრივი აქტებისა და პროფესიული სტანდარტების ურთიერთგაცვლას, ასევე ერთობლივი კონფერენციებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატის პროფესიის განვითარებასა და პროფესიული კავშირების გაძლიერებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი