სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა

7 ნოემბერი 2026

თბილისში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით გამართული სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის (2nd Southern Caucasus Lawyers International Football Tournament) ფინალური შეხვედრა გაიმართა.

ფინალში ერთმანეთს საქართველოსა და თურქეთის ადვოკატთა გუნდები დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში თურქეთის გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

მესამე ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში უზბეკეთის გუნდმა აზერბაიჯანის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
ტურნირის საბოლოო შედეგები:
•    I ადგილი - თურქეთი
•    II ადგილი - საქართველო
•    III ადგილი - უზბეკეთი
•    IV ადგილი - აზერბაიჯანი
ტურნირის ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო ფეხბურთელები ხუთ სხვადასხვა ნომინაციაში. საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული საქართველოს გუნდის წარმომადგენელმა, იაკობ დიაკონიძემ მოიპოვა.

დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ტურნირის ჩატარებისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. 

სამხრეთ კავკასიის ადვოკატთა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი საქართველოში პირველად ჩატარდა და 8 ნოემბერს აღსანიშნავ ადვოკატის პროფესიულ დღეს მიეძღვნა. ღონისძიებამ საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის ადვოკატთა გუნდებს უმასპინძლა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი