საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და კორნელის უნივერსიტეტის (Cornell University) თანამშრომლობით მიმდინარე ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსის მონაწილეები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილთან ერთად, სასწავლო პროგრამ ის ფარგლებში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს - საქპატენტს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ცენტრის ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ, კურსის მონაწილეებს საქპატენტის საქმიანობა გააცნო, დაათვალიერებინა ცენტრი და დეტალურად ისაუბრა მისი სტრუქტურის, საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ გაცნობოდნენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ცენტრის საქმიანობასა და მის როლს ქვეყნის სამართლებრივ და ეკონომიკურ განვითარებაში. ასევე მიეღოთ ინფორმაცია ნტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში არსებული ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალიზებული კურსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და კორნელის უნივერსიტეტთან (Cornell University) ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლობით საქართველოში პირველად ტარდება. პროგრამაში ქართველი და უცხოელი ადვოკატები მონაწილეობენ.




