ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე რეგიონებში ადვოკატებთან შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ყანდაშვილი სამუშაო ვიზიტით ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კომიტეტის სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ზუგდიდში ასევე შეხვედრა გამართა ადვოკატებთან, რომლებიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საქმიანობენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ასოციაციის რეგიონალური საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, გიორგი ჭოჭუა.
შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ წევრებს ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე სიახლეები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო პროფესიული განვითარების შესაძლებლობებსა და მექანიზმებს. ირაკლი ყანდაშვილმა ასევე მოისმინა რეგიონში მოქმედი ადვოკატების მოსაზრებები და ინიციატივები, რომლებიც ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებასა და პროფესიული გარემოს განვითარებას უკავშირდება.




