ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებმა თავმჯდომარეები აირჩიეს

12 იანვარი 2026

2025 წლის 24 დეკემბერს გამართულ ეთიკის კომისიის სხდომაზე ადვოკატთა ასოციაციის ახლადარჩეულმა ეთიკის კომისიამ თავმჯდომარედ მამუკა ნოზაძე აირჩია. მამუკა ნოზაძე ეთიკის კომისიის წევრის პოზიციას ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების 2025 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით მეორე ვადით იკავებს.

2025 წლის 30 დეკემბერს გაიმართა ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის სხდომა, სადაც წევრებმა თავმჯდომარედ გიორგი თევზაძე აირჩიეს. გიორგი თევზაძე სარევიზიო კომისიის წევრი ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების 2025 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით გახდა.

ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია თავმჯდომარეს ორი წლის ვადით, ხოლო სარევიზიო კომისია ოთხი წლის ვადით ირჩევს.

წარმატებას ვუსურვებთ ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის ახლად არჩეულ თავმჯდომარეებსა და წევრებს მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმიანობაში.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი