განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

2 სექტემბერი 2026

ადვოკატ ია სირანაშვილის მხრიდან მის მიმართ ძალადობისა და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთებისთანავე საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მყისიერად ჩაერთო მოვლენების განვითარების პროცესში, კერძოდ:

  • ასოციაციის თავმჯდომარემ, ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და კომიტეტის წევრებთან ერთად, დაუყოვნებლივ დაიწყო ფაქტის მონიტორინგი და საქმის გარემოებების შესწავლა.
  • ასოციაციის თავმჯდომარე და კომიტეტის წარმომადგენლები, კოლეგა ადვოკატებთან ერთად, გვიან ღამით, ასევე იმყოფებოდნენ კლინიკა „ვივა მედში“, სადაც ადვოკატს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდებოდა და პირადად გაეცნენ შექმნილ ვითარებას, ისევე როგორც გაესაუბრნენ მკურნალ ექიმს;
  • ასოციაციის თავმჯდომარემ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს მყისიერად და საჯაროდ მოუწოდა დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ და ფაქტზე ობიექტური გამოძიების დაწყებისკენ.
  • დღეს დილით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ უკვე ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს პროკურატურას აღნიშნული მოთხოვნით.
  • უკვე გახდა ცნობილი, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
  • აღნიშნული პროცესის მონიტორინგში ადვოკატთა ასოციაცია უშალოდ იქნება ჩართული, ხოლო ადვოკატის უფლებების დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი პირი დაიცავს კოლეგის ინტერესებს.
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს საქმის მიმდინარეობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და მის მიმართ შესაძლო ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა საჭიროებს დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას. მოლოდინი გვაქვს გამოძიების ფარგლებში დადგინდება საქმის ყველა გარემოება და აღნიშნულ საკითხს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის და იქნება იქ, სადაც ადვოკატთა პროფესიული უფლებებისა და ინტერესების დაცვა მოითხოვს მის ჩართულობას.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი