2025 წლის 13-14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება, სადაც ადვოკატები ასოციაციის მმართველი ორგანოების წევრებს აირჩევენ.
დაინტერესებულ დამკვირვებელ ორგანიზაციებს და თავმჯდომარეობის კანდიდატებს უფლება აქვთ კრებისა და არჩევნების სრულ პროცესს დააკვირდნენ მათ მიერ ნომინირებული დამკვირვებლების მეშვეობით, საერთო კრების რეგლამენტის შესაბამისად.
- სადამკვირვებლო ორგანიზაციას, რომელსაც აქვს მართლმსაჯულებისა და არჩევნების მონიტორინგის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, შეუძლია წარმოადგინოს 2 (ორი) დამკვირვებელი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი მოქალაქე.
- ასოციაციის თავმჯდომარეობის თითოეულ კანდიდატს შეუძლია წარმოადგინოს 4 (ოთხი) დამკვირვებელი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი მოქალაქე.
დამკვირვებელთა კრებაზე რეგისტრაციის მიზნებისთვის, 2025 წლის 10 დეკემბრის 18:00 საათამდე, დამკვირვებელთა ვინაობა და რეგლამენტით განსაზღვრული კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ასოციაციის აპარატში, ფიზიკური სახით, მისამართზე: თბილისი, თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1.
დამკვირვებელს უფლება აქვს, პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე, ხმის დამთვლელი კომისიის მიერ განსაზღვრული ზონის ფარგლებში, დააკვირდეს არჩევნების მიმდინარეობას. ვიდეო-აუდიო ჩანაწერების განხორციელება დასაშვებია, ისე რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობა და ხელი არ შეეშალოს კრების მიმდინარეობის პროცესს.
საარჩევნო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, დაინტერესებულ მედია საშუალებებს შეუძლიათ გააშუქონ ასოციაციის საარჩევნო კრების მიმდინარეობა წარმომადგენელთა რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ რეგლამენტი.




