ადვოკატთა საფეხბურთო გუნდი „უქიმერიონი“ „ადვოკატთა საფეხბურთო თასის“ გამარჯვებულია!

9 ივლისი 2026

ადვოკატთა საფეხბურთო გუნდი „უქიმერიონი“ „ადვოკატთა საფეხბურთო თასის“ გამარჯვებულია!

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ჩემპიონატის - „ადვოკატთა საფეხბურთო თასი“ -  გამარჯვებული გუნდი „უქიმერიონი“ გახდა. მეორე ადგილი დაიკავა Full House-მა, ხოლო მესამე ადგილზე LPA გავიდა.

ჩემპიონატში ადვოკატებისგან დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა: „ალიბი“, „პირველი მერცხალი“, Corpus Iuris, LPA, Lawyers United, Legitimusi, „უქიმერიონი“ და Full House.

ინდივიდუალური ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ: 

  • საუკეთესო ფეხბურთელი - დიმიტრი გულადიშვილი.
  • საუკეთესო მეკარე - პაატა გოგიაშვილი; 
  • საუკეთესო უნივერსალი - ვახტანგ ჩარკვიანის სახელობის პრიზი - ლევან ნიკოლაძე; 
  • უხუცესი და სტაბილური მოთამაშე - როინ მიგრიაული; 
  • ტურნირის ბომბარდირი - ალექსანდრე წეროძე; 
  • საუკეთესო მცველი - იაკობ დიაკონიძე; 
  • საუკეთესო ფეხბურთელი - დიმიტრი გულადიშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატის შედეგების საფუძველზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, თენგიზ სულაქველიძემ, რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე შეარჩია, რომლებიც მომავალში ასოციაციის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებენ.

გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონთა თასი და სპეციალური ჯილდოები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, გადასცა. მან მონაწილეებს აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასოციაცია მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ღონისძიებებს, რადგან აღნიშნული აქტივობები ადვოკატთა შორის კოლეგიალური ურთიერთობებისა და პროფესიული ერთიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით, დაწესდა განსაკუთრებული ჯილდო - ვახტანგ ჩარკვიანის სახელობის პრიზი, რომელიც ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის ვაჟის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ხსოვნის პატივსაცემად დაარსდა. აღნიშნული პრიზი მომავალშიც ტრადიციულად გადაეცემა ჩემპიონატის საუკეთესო უნივერსალს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი