ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდის მორიგი წარმატება! 

13 მაისი 2026

ასოციაციის გუნდმა 2026 წლის ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ბრაზილიის ნაკრები დამაჯერებლად, ანგარიშით 6:2 დაამარცხა და ფლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

შეხვედრაში დუბლები შეასრულეს ნიკა ნანობაშვილმა და იაკობ დიაკონიძემ, ასევე გოლების ავტორები არიან ოთარ მაჩაიძე და გიორგი სვანაძე. 

ადვოკატთა გუნდი ფლეი-ოფის შეხვედრას 13 მაისს გამართავს.

ამასთან, ადვოკატთა გუნდი მონაწილეობს 40+ ასაკობრივ ტურნირშიც, სადაც ასევე წარმატებით გადალახა ჯგუფური ეტაპის ბარიერი. გუნდმა ტოგოს ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 14 მაისს გასამართ ფლეი-ოფის მატჩში მეტოქეს ელოდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი