მეორე მატჩი და მეორე გამარჯვება! ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო გუნდმა ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატზე მორიგი მატჩი მოიგო!
ჩვენმა გუნდმა მექსიკის ნაკრები ანგარიშით 6:3 დაამარცხა!
გოლების ავტორები არიან: უჩა ბახტაძე-2; ოთო მაჩაიძე-2; ნიკა ნანობაშვილი-1; გიორგი სვანაძე-1.
მანამდე კი ასოციაციის გუნდმა ბულგარეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა.
ამ დროისთვის ასოციაციის გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზეა და ხვალ მერვედფინალში ითამაშებს.
ვულოცავთ ჩვენს გუნდს მორიგ გამარჯვებას და წატმატებას ვუსურვებთ მომდევნო მატჩებში!