ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

22 სექტემბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, უილიამ მასოლინს შეხვდა. ირაკლი ყანდაშვილმა უილიამ მასოლინს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატთა პროფესიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, სამართლის უზენაესობისა და ადვოკატთა პროფესიული უფლებების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობას.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე მუშაობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი