ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

21 სექტემბერი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, 17-18 ოქტომბერს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდება თემაზე: „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის“.

ამასთან, CLDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაცია იწყებს ადვოკატთა დარგობრივ სპეციალიზებულ კურსს - „ინტელექტუალური საკუთრების სამართალი“.

კურსის ჯგუფი უკვე დაკომპლექტებულია ქართველი და უცხოელი მსმენელებით და სწავლა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები კორნელის უნივერსიტეტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებენ.

მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ადვოკატთა უწყვეტი პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატებს შევთავაზოთ ისეთი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს. CLDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და მოხარული ვარ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით მუშაობას ვანახლებთ“.  აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი