ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ადვოკატის პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს

1 სექტემბერი 2026

ახალგაზრდებში ადვოკატის პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ახალგაზრდებთან შეხვედრებს განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ირაკლი ყანდაშვილი გორში მიმდინარე თემატური ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა.

ასოციაციის თავმჯდომარემ მოზარდებს ადვოკატის პროფესიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ისაუბრა ადვოკატის როლზე ქვეყანაში სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების დამკვიდრებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში. მან ასევე დეტალურად განმარტა ის ეტაპები რომელთა გავლა ადვოკატის პროფესიაში შესასვლელად არის საჭირო.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ასოციაციის თავმჯდომარისგან პირადად მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე და პროფესიის შესახებ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები მოესმინათ.

„ახალგაზრდებში იურიდიული პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის თაობა, რომელიც მომავალში ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და სწორედ მათ შორის იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიულ სფეროში, მათ შორის ადვოკატის პროფესიაში, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას აიღებენ. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ როგორც პროფესიის არსი, ისე მისი მნიშვნელობა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში.“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

გორში მიმდინარე შვიდდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი არიან სხვადასხვა ტრენინგში, შემოქმედებით აქტივობასა და გუნდურ შეჯიბრებებში. პროექტი სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 600-მდე მოზარდს უმასპინძლებს.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი