ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

2 თებერვალი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, ასოციაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში თავმჯდომარემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ასოციაციის საქმიანობის სპეციფიკა, მისი ინსტიტუციური როლი, მიმდინარე პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები, რომლებიც პროფესიული სტანდარტების გაძლიერებასა და ადვოკატთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება.

მხარეებმა იმსჯელეს ადვოკატთა ასოციაციასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამას შორის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, მათ შორის პროფესიული განვითარების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ასოციაციის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში აქტიური მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს, რაც ერთობლივი პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი