ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ყავს!

22 დეკემბერი 2025

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ახალი თავმჯდომარე ყავს. არჩევნების მეორე ტურის გამარჯვებული ირაკლი ყანდაშვილი გახდა, რომელმაც ამომრჩევლის 1473 ხმა მიიღო, მეორე კანდიდს, ირაკლი ჩომახაშვილს კი 1366 - მა წევრმა დაუჭირა მხარი. მეორე ტურის კენჭისყრაში სულ 2855 ადვოკატი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების პირველი ტურის შედეგად დაკომპლექტდა აღმასრულებელი საბჭო, ეთიკისა და სარევიზიო კომისიები. 

არჩევნები ადვოკატთა ასოციაციამ მაქსიმალური გამჭვირვალობით სრულად ელექტრონულად, აპარატების გამოყენებით ჩაატარა. საარჩევნო პროცესს თავმჯდომარეობის კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 46 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

არჩევნების ორივე ტურის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია რაიმე დარღვევას და არ დაფიქსირებულა არცერთი საჩვარი. 

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში სულ 126 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის 6 თავმჯდომარეობის პოზიციაზე იყრიდა კენჭს. 

თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბულეტენების (მიღებული ხმების) ხელით გადათვლა, საერთო კრებაზე არჩეულმა 15 ადვოკატისგან შედგარმა, ხმის დამთვლელმა კომისიამ განახორციელა, რითაც დამოწმდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგები, საერთო კრების რეგლამენტის შესაბამისად. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი