ადვოკატთა ასოციაციასა და Expertise France - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2 დეკემბერი 2025

ადვოკატთა ასოციაციასა და Expertise France - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი და Expertise France- ის გუნდის ლიდერი ოდრიუს ბიტინასი.

შეთანხმება შრომისა და სოციალური დაცვის მიმართულებებს მოიცავს და ორგანიზაციის ჩართულობას ითვალისწინებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კანონმდებლობის ანალიზი, ადვოკატთა ცნობიერების ამაღლება, კვლევებისა და პუბლიკაციების უზრუნველყოფა.

Expertise France საფრანგეთის საჯარო სააგენტოა, რომელიც საერთაშორისო განვითარების თვალსაზრისით საჯარო პროექტებს ახორციელებს, კერძოდ,  მართლმსაჯულების, დემოკრატიული მმართველობის, პოლიტიკის, სოციალურ-ეკონომიკური, განათლებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი