ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

30 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სამართლის დოქტორმა ირაკლი ყანდაშვილმა და “ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.

მემორანდუმი სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს და მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, როგორებიცაა: კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, ერთობლივი ლექციებსი და სხვა აქტივობები.

ღონისძება ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი