ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო

2 ივნისი 2026

ადვოკატთა ასოციაციამ საკვალიფიკაციო გამოცდები დაიწყო. საგაზაფხულო საგამოცდო სესია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მიმდინარეობს. გამოცდაზე 1000 - მდე მონაწილეა რეგისტრირებული. საგამოცდო სესიები 2,3 და 4 ივნისს, სისხლის, სამოქალაქო და საერთო სპეციალიზაციით ტარდება. 

ადვოკატთა ასოციაცია საკვალიფიკაციო გამოცდებს წელიწადში ორჯერ, სპეციალურად საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შექმნილ საგამოცდო პორტალზე წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ატარებს. გამოცდის ჩაბარების შემდეგ ასოციაციაში გაწევრიანების მსურველები პროფესიული ადაპტაციის პროგრამას გაივლიან, რომელიც თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. 

„მოხარული ვარ, რომ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე მსურველთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მიმდინარე საგამოცდო სესიაზე რეგისტრირებულთა მაღალი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადვოკატის პროფესია საზოგადოებაში სულ უფრო მეტ ინტერესსა და ნდობას იძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიას უერთდებიან მოტივირებული და კვალიფიციური ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში ღირსეულად უნდა ემსახურონ სამართალსა და ადამიანის უფლებების დაცვას.

ადვოკატის პროფესია დამოუკიდებელი პროფესიაა, რომელიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველია. სწორედ  ადვოკატი წარმოადგენს იმ რგოლს, რომელიც მოქალაქეთა და ბიზნესის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაცია აგრძელებს პროფესიის გაძლიერებას, მაღალი სტანდარტების დამკვიდრებასა და იმ პირობების შექმნას, რომლებიც ადვოკატის პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს“,- აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი