ადვოკატთა კონკურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზირებულ კურსში მონაწილეობის მისაღებად!

7 აგვისტო 2015

ს.ს.ი.პ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი აცხადებს ადვოკატთა შესარჩევ კოონკურსს.

        

კონკურსის მიზანი:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, სპეციალიზირებულ კურსებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს მასშტაბით, 225 ადვოკატის შერჩევა.

       

სპეციალიზირებული კურსის ჩატარების ადგილები: თბილისი, თელავი, ბორჯომი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი.

      

სპეციალიზირებული კურსების რაოდენობა:
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი ორგანიზებას გაუწევს 9 სპეციალიზირებულ კურსს.
თბილისში ჩატარედბა 4 სპეციალიზირებული კურსი, თელავში 1, ბორჯომში 1, ქუთაისში 1, ბათუმში 1 და ზუგდიდში 1.

    

ქალაქების მიხედვით კურსის მონაწილეთა რაოდენობა:

     

  • თბილისში – 90 ადვოკატი, თბილისში შიდა/ქვემო ქართლში მაცხოვრებელი.
  • თელავში – 27 ადვოკატი, კახეთის სხვადასხვა ქალაქებიდან.
  • ქუთაისში – 27 ადვოკატი, 10 უშუალოდ ქუთაისში მაცხოვრებელი და 17 ქუთაისის გარშემო რეგიონებიდან.

ამავე პრინციპით:

    

  • ბორჯომში – 27 ადვოკატი;
  • ბათუმში – 27 ადვოკატი;
  • ზუგდიდში – 27 ადვოკატი.
  •    

კურსის ხანგრძლივობა: 3/4 დღე.

     

სერტიფიცირება:
სპეციალიზირებული კურსი დასრულდება ტესტირებით და მხოლოდ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატები.

      

ტრენერები: კურსებს გაუძღვებიან ადვოკატთა სწავლებისთვის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე,  სპეციალურად გადამზადებული ტრენერები. 

      

სასწავლო მოდული: სპეციალიზირებული კურსის სასწავლო მოდული მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალებს.

     

კონკურსის პირობები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალიზირებული კურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

       

      

დაინტერესებულმა ადვოკატებმა საბუთები (ქართულ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ ადვოკატთაასოციაციის სასწავლო ცენტრის ელ. მისამართზე sascavlocentri@gba.ge 

       

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2015 წლის, 15სექტემბერი.

                

საკონკურსო კომისია: სპეციალიზირებული კურსის მონაწილეებს შეარჩევს, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, საგანმანათლებლო საბჭოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისია.

        

მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

        


დამატებითი
 ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

         

ტელ: (+995 32) 2 987878 / 555070786 / 555010605 / 555007708
sascavlocentri@gba.ge 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი