გელა სიორდია

ეთიკის კომისიის წევრი

2025 წლის 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ გელა სიორდია არჩეულ იქნა ეთიკის კომისიის წევრად.

გელა სიორდია არის დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს უფროსი. იგი 2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრად იყო არჩეული. 

გელა სიორდია იურიდიული დახმარების სამსახურში 2005 წლიდან მუშაობს. 2005-2007 წლებში იგი სსიპ „საზოგადოებრივი ადვოკატის სამსახურის“ ზესტაფონის ტერიტორიული ბიუროს ხელმძღვანელი, ხოლო 2007 -2023 წლებში ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი იყო. 2023 წლიდან იგი დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელობს.

გელა სიორდიას გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და მიღებული აქვს მონაწილეობა ქვეყნის გარეთ გამართულ არაერთ სასწავლო ვიზიტში, რომელიც ეხებოდა საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სისტემის განვითარებას, მოწყვლადი ჯგუფებისათვის იურიდიული დახმარების გაწევას, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარებას და ა.შ.

გელა სიორდიას მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც გელა სიორდიას დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილობრივი და სრული გამართლებით დასრულდა.

გელა სიორდიას გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, იგი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სერტიფიცირებული ტრენერია. როგორც ტრენერი, იგი პერიოდულად უზიარებს თავის კოლეგებს ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში.

გელა სიორდია ასევე პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა აკაკი წერეთლის სახელმწიფო და შპს ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტებში.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი