მიმართვა - ადვოკატ მარინე გაბუნიას დასახმარებლად

4 სექტემბერი 2026 - 16 სექტემბერი 2026

ძვირფასო კოლეგებო,
მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში, მხარში დავუდგეთ ჩვენს კოლეგას - ადვოკატ მარინე გაბუნიას, რომელსაც დაუდგინდა მძიმე ონკოლოგიური დაავადება -კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა. მარინეს ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს ხანგრძლივ და სერიოზულ მკურნალობას. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ, რაც ოჯახისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.სამწუხაროდ, ოჯახის მატერიალური შესაძლებლობები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მკურნალობის აუცილებელი ხარჯები სრულად დაფაროს. სწორედ ამიტომ, ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლეგების თანადგომა და მხარდაჭერა.


მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს თხოვნით, გაითვალისწინოთ მარინესა და მისი ოჯახის მდგომარეობა და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროთ მას მკურნალობის გაგრძელებაში.
ნებისმიერი ოდენობის დახმარება მნიშვნელოვანია და, რაც მთავარია, თითოეული მხარდაჭერა მარინეს აძლევს შესაძლებლობას, გააგრძელოს ბრძოლა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
გვჯერა, რომ ადვოკატთა პროფესიული ერთობა ამ მძიმე დროსაც გამოიჩენს სოლიდარობასა და თანადგომას.
წინასწარ გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ თქვენგანს ჩვენი კოლეგისა და მისი ოჯახის პრობლემის გულთან მიტანის, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.


საბანკო რეკვიზიტები
საქართველოს ბანკი
მიმღები: მარინე გაბუნია
ანგარიშის ნომერი: GE84BG0000000501224100

თიბისი ბანკი
მიმღები შვილი: მარიამ გოგსაძე 
ანგარიშის ნომერი: GE23TB7413245064300112

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი