სპს ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი

მომსახურების სფერო: სამოქალაქო სამართალი
მისამართი: თბილისი, ჟ. შარტავას ქ. #30, სართული 2. #5
ტელეფონის ნომერი: +995 32 210 47 42
ელ. ფოსტა: info@lawservices.ge
ვებ გვერდი: www.lawservices.ge

ბიუროს შესახებ:
http://www.lawservices.ge/about ხაჩიძე და გოჩელაშვილების საკონსულტაციო ჯგუფი დაფუძნებულია 2005 წლის 23 დეკემბერს და წარმოადგენს პროფესიონალთა გუნდს, სადაც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი სახის მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურება: კორპორატიული მომსახურება იურიდიული პირებისათვის, სარჩელისა და სხვა პროცესუალური დოკუმენტების მომზადება, საქმის წარმოება და წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, კერძო სამართლის სუბიექტებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე კონსულტაციები, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება, არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია, არასრულწლოვანთა საქმეების წარმოება საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატის მიერ, ოჯახის ადვოკატი და სხვა. საკონსულტაციო ჯგუფთან ფუნქციონირებს საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი. არბიტრაჟში საქმეებს განიხილავენ მაღალკვალიფიციური უმაღლესი იურიდიული განათლებისა და პროფესიული გამოცდილების მქონე არბიტრები. საკონსულტაციო ჯგუფში დასაქმებული საერთო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებით, გუნდური მუშაობის პრინციპით, ადვოკატის მაღალი ეთიკით, თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომითა და კონფიდენციალობის დაცვით. საკონსულტაციო ჯგუფი კლიენტებს მომსახურებას უწევს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. საკონსულტაციო ჯგუფი წარმოადგენს კლიენტის ინტერესებს სამართლის შემდეგ დარგებში: სამოქალაქო სამართალი სამეწარმეო სამართალი შრომის სამართალი სამშენებლო სამართალი ადმინისტრაციული სამართალი სისხლის სამართალი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საგადასახადო სამართალი კონსტიტუციური სამართალი ინტელექტუალური სამართალი სადაზღვევო სამართალი გაკოტრების სამართალი საბანკო სამართალი საერთაშორისო კერძო სამართალი საკონსულტაციო ჯგუფის პარტნიორია აუდიტორული კომპანია შპს “ინტელაუდიტი”. შესაბამისად, ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ სწრაფად და ეფექტურად მიიღონ როგორც იურიდიული, ასევე აუდიტორული მომსახურება.

პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი