ლადო ჯავახიშვილი

სპეციალიზაცია: საერთო
მომსახურების სფერო: საერთო
ტელეფონის ნომერი: 574 921 921
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ელ. ფოსტა: lado.javakhishvili@gmail.com

ადვოკატის შესახებ:
ლადო ჯავახიშვილი გამოცდილი იურისტი და სამართლის ექსპერტია. მას აქვს 10 წელზე მეტი გამოცდილება საჯარო სამსახურში, საერთაშორისო კონსულტირებისა და კერძო საადვოკატო პრაქტიკაში. ლადო ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს (LL.M.) ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი, 2013 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს, მათ შორის დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის და პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობებს. 2021 წლიდან ლადო თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ორგანიზაციებთან იურისტის, კონსულტანტისა და ექსპერტის როლში. 2022 წლიდან ეწევა კერძო საადვოკატო პრაქტიკას შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის და სამეწარმეო სამართალი; საოჯახო სამართალი; ადმინისტრაციული და საჯარო სამართალი; შრომის სამართალი; სისხლის სამართალი; ადამიანის უფლებები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები; პრობაციისა და პენიტენციური სამართალი და სხვა. იგი საუბრობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი