თამთა ზარნაძე
სპეციალიზაცია: საერთომომსახურების სფერო: სისხლის სამართალი
მისამართი: ქ. თბილისი ჭავჭავაძის 37
ტელეფონის ნომერი: 593163602
ენები: ქართული, რუსული , ინგლისური
ელ. ფოსტა: tamta.zarnadze@gmail.com
ადვოკატის შესახებ:
თამთა ზარნაძე სამართლის მაგისტრია (LLM), ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია ზოგადი სპეციალიზაციით. მისი კარიერა 2012 წელს დაიწყო საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩარიცხვით. მაღალი აკადემიური მოსწრების გარდა, თამთა ზარნაძემ შეძლო თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, სწორედ ამიტომ, 2013 წლის ზაფხულში მან მიიღო პირველი სამუშაო გამოცდილება. მისი პირველი სამსახური ადვოკატის თანაშემწე იყო. იურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საქმიანობა. 2013 წელს საქართველოში დაარსდა საერთაშორისო, არასამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია „CAMPUS LIONS CLUB TBILISI“, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორია თამთა ზარნაძე. ორგანიზაციის ეგიდით მრავალი პროექტი განხორციელდა, რომელთა უმეტესობა სოციალური ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ჩვენს ქვეყანაში სოციალური პირობების გაუმჯობესებას. 2015 წლის აკადემიურ საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს კავკასიის უსაფრთხოების ექსპერტთა აკადემიის მიერ გაცემული კიბერუსაფრთხოების დისციპლინის შესწავლის სერტიფიცირების პროგრამა. 2015 წელს თამთა ზარნაძემ გაიმარჯვა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ ორგანიზებულ კონკურსში და ასევე მონაწილეობა მიიღო იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ანტიკორუფციული საბჭოს მოდელირებაში. 2015 წელს თამთა ზარნაძემ შექმნა ნაშრომი „საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაული და თანამედროვე გამოწვევები“. 2016 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი და ჩაირიცხა სამართლის მაგისტრატურაში. ასევე მონაწილეობდა ზაფხულის სკოლაში „სამოქალაქო სამართალი 2016“. იმავე წელს ასევე მონაწილეობდა ბრიტანეთის სამართლის ცენტრისა და ინგლისის დამოუკიდებელი მეცნიერების მიერ ორგანიზებულ პროექტში (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სასამართლო კონკურსი 2016). 2013 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა სამართლიანობისა და სამართლის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჩაგრულთა და პატიმრების უფლებების დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში. 2013 წლიდან დაუღალავად იბრძვის ყველა პატიმრის უფლებების დასაცავად. 2017 წელს თამთა ზარნაძე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შეირჩა და დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სტაჟიორად. იმავე წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა კვალიფიკაციის გამოცდა და მიიღო საადვოკატო ლიცენზია. 2018 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურა.2018 წლიდან ეწევა იურიდიულ პრაქტიკას. „ALPHA LEO CLUB GEORGIA“ 2018 წელს დაარსდა, მას შემდეგ ის აღნიშნული კლუბის მრჩეველია საქართველოში. 2019 წელს თამთამ იურიდიული საქმიანობის პარალელურად იურისტად დაიწყო მუშაობა იურიდიულ კომპანიაში. იურიდიული ბიურო ემსახურება საქართველოში მოღვაწე ინვესტორებსა და ბიზნესმენებს. მიუხედავად იმისა, რომ თამთა ზარნაძის სამაგისტრო ნაშრომი სისხლის სამართლის სფეროს მიეკუთვნება, მან დიდი პრაქტიკული გამოცდილება მოიტანა კორპორატიული სამართლის მიმართულებით, 2019 წელს თამთა ზარნაძე გახდა ადვოკატთა უფლებების დაცვის კომიტეტის წევრი. 2019 წელი უამრავ მოგებულ დავთან და გამამართლებელ გადაწყვეტილებასთან ასოცირდება. 2020 წელს თამთა ზარნაძე სამშენებლო კომპანია შპს „ჰორიზონტ ჯგუფის“ დირექტორის თანაშემწედ მუშაობდა. 2021 წლის ნოემბრიდან მან დააარსა და ხელმძღვანელობს იურიდიულ კომპანია „GOAL – საქართველოს ადვოკატთა ოფისი“. www.legaltbilisi.com ადვოკატი თამთა ზარნაძე დაკავშირებულია მრავალ გამამართლებელ გადაწყვეტილებასთან. მოგებული საქმეები : სამოხელეო დანაშაულები , ოჯახში ძალადობა, ძალადობა, ქურდობა, სხვისი ქონების დაზიანება ცეცხლის წაკიდებით, გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, შიდსის გავრცელება, პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება, ფიზიკური ძალადობა, მოსყიდვა, ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადება და შენახვა, ძარცვა, თაღლითობა.
პროფილში განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელია პროფილის შემქმნელი ადვოკატი




