თამთა დევდარიანი

საკომიტეტო საქმიანობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი

თამთა დევდარიანი 2019 წლის სექტემბრიდან - დღემდე დასაქმებულია სსიპ-საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში. იგი ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2020 წლის  სექტემბრის გადაწყვეტილებით, იკავებს  საკომიტეტო საქმიანობის, კომუნიკაციისა და ანალიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის პოზიციას და ხელმძღვანელობს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ მიმართულებებს.  

პროფესიით იურისტი და მოქმედი ადვოკატი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით) ფლობს კიოლნის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის (LL.M) მაგისტრის დიპლომს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის დიპლომს.

2019 წლილდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი მცხეთის რაიონულ სასამართლოში. მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს: შრომით, სამეზობლო, საოჯახო და მემკვიდრეობით დავებს.

2020 წლიდან - დღემდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინსიტროს - კოლექტიური შრომითი დავების მედიატორია.

თამთა ადვოკატის სტატუსით ჩართული იყო, სსიპ-საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ფონდის “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით, 2018 წლის 1 ივლისიდან წამოწყებულ 2 წლიან პრო-ბონო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. ამასთან, მას კორპორაციულ იურისტად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

უფრო ვრცლად: სამაგისტრო პროგრამის დაუფლების პერიოდში (2011-2012 წწ.) მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების („GIZ“ GmbH) კერძო სექტორის განვითარების პროგრამა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში - პროექტის ადმინისტრაციულ სამსახურში.

2014-2016 წლებში იკავებდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ, ააიპ-სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს - შპს “მექანიზატორის” იურიდიული, ქონების მართვის და შესყიდვების” განყოფილების იურისტის (მთავარი სპეციალისტი) თანამდებობას.

2018-2019 წწ იყო შპს „პე ეს კა კონსტრაქშენის“ მთავარი იურისტი; 2016-2019 წწ დასაქმებული იყო ჰოლდინგის „სმარტ კაპიტალ გრუპის“ სტრუქტურაში შემავალ, ინფრასტრუქტურულ და ნავთობთან (ნავთობპროდუქტების რეალიზაცია, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა) დაკავშირებული პროექტების მიმართულებით არსებულ კომპანიებში (შპს „სელექთი“, შპს „კაზ ფროფერთი მენეჯმენტი“) მთავარ კორპორაციულ იურისტად.

2019 წლის თებერვლიდან - 2019 წლის სექტემბრამდე თამთა ასევე იკავებდა ადვოკატთა  ასოციაციის, “მედიაციის და არბიტრაჟის განვითარების კომიტეტის” თავმჯდომარის პოზიციას.

გარდა მშობლიური ენისა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

 

 


 

 

 

 

 

 

 


 

 

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი