ნუნუ კვანტალიანი

სარევიზიო კომისიის წევრი

ნუნუ კვანტალიანმა 1986 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის დარგში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი -  სპეციალიზაცია: სამართალმცოდნეობა. ასევე აქვს დოქტორის ხარისხი სამართლის სპეციალიზაციით, დისერტაცია : „პაციენტის უფლებები და ექიმის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები”

1988-1998 წლებში ნუნუ მუშაობდა თბილისის დიდუბის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.

1999-2002 წლებში თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

2002 – 2012 წლებში იგი გახლდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2014-2015 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2012-2013 წლებში.

2007 წლიდან დღემდე არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი 2014 წლიდან დღემდე და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი 2014 წლიდან დღემდე. 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი