ხათუნა ჩხაიძე

ეთიკის კომისიის წევრი

ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების არჩევით ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე 2017 წლის 09 დეკემბრიდან არის ეთიკის კომისიის წევრი. მას აქვს საადვოკატო, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის გამოცდილება.

1998-2005 წლებში ხათუნა იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

1999 წელს ხათუნამ ჩააბარა მოსამართლეობის გამოცდა.

1999-2005 წლებში ის იყო კრწანისი-მთაწმინდის საადვოკატო ბიუროს ადვოკატი. 

1999-2002 წლებში ხათუნა იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიეტის „იბერიის“ ლექტორი.

1999-2005 წლებში ხათუნა იყო არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი „თქვენი ადვოკატის“ წევრი.

2003 წელს ხათუნამ ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2003-2004 წლებში ხათუნა იყო თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელი.

2005 წელს ხათუნა იყო კავშირ „ადვოკატთა ათეულის“ წევრი.

2005 წლიდან დღემდე ხათუნა არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2006 წლიდან დღემდე ხათუნა არის იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატი.

2016 წლიდან ხათუნა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზებული ადვოკატი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი